logo
კოლეჯი არსი
College Arsi
phone
Phone
(+995 579) 55 33 02 (+995 571) 77 82 26
email
Email
collegearsi@yahoo.com
image

პროფესიული შეხვედრის დღე პარტნიორ ორგანიზაციაში

17 თებერვალს მრავალპროფილურ კლინიკა რუსთავში კოლეჯი “არსი”-ს საექთნო საქმის პირველი კურსის სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა შედგა. „კლინიკა რუსთავი“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული. კლინიკა საექთნო საქმის კლინიკური სწავლების მიმღები ორგანიზაციაა – მის ბაზაზე პროფესიონალებად ყალიბდებიან მომავალი ექთნები, ითვისებენ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და პრაქტიკულ უნარებს. ახალბედა სტუდენტები გაეცნენ კლინიკის პროფილურ მიმართულებებს და მედ-პერსონალისგან მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები პროფესიის დაუფლების საკითხებში